პაკისტანმა ირანზე სარაკეტო იერიში მიიტანა. „ბიბისის“ ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ თავად პაკისტანი ავრცელებს. მათი განცხადებით, სამიზნე „ტერორისტების თავშესაფარი“ იყო, ხოლო ირანული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამი ქალი და ოთხი ბავშვი დაიღუპა. მანამდე ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქების ხმა პაკისტანის საზღვართან, ქალაქ სარავანთან გაისმა, რაც დაადასტურა პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და თქვა, რომ დაზვერვაზე დაფუძნებული ოპერაციის დროს რამდენიმე ტერორისტი მოკლეს. შეგახსენებთ, გუშინ ირანმა დაარღვია პაკისტანის საჰაერო სივრცე, რის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა. პაკისტანმა განაცხადა, რომ ირანთან ყველა მაღალი დონის დიპლომატიურ ურთიერთობას შეაჩერებდა.