ისრაელი ლიბანის სამხრეთ ნაწილს ბომბავს.
ინტენსიურმა ავიაიერიშებმა ათეულობით ადამიანი იმსხვერპლა. ახლო აღმოსავლეთი საომარი არეალის გაფართოების ზღვარზეა. ისრაელის და ლიბანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად არის გამწვავებული. საავიაციო შეტევების სამიზნეა „ჰეზბოლას“ ობიექტები, ადგილობრივებს სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. ოფიციალური თელავივის განმარტებით, იერიშების შედეგად ნადგურდება ის საბრძოლო მასალა და რაკეტები, რომლებიც ისრაელისკენ იყო მიმართული. ოპერაციის ფონზე ლიბანის სამხრეთ ნაწილში სტრატეგიული ობიექტები პარალიზებულია, ადგილობრივი მცხოვრებლები დასახლებებს მასობრივად ტოვებენ. ლიბანის პრემიერი საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს.