სარაკეტო იერიშის შემდეგ, ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორი დაბომბა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ავიაიერიშების სამიზნეებს შორის იყო რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა და გვირაბები. როგორც მედია წერს, „ჰამასის“ სამხედრო ფრთა აცხადებს, რომ არაბულ ანკლავში ისრაელის სამხედრო ავიაციას საზენიტო ცეცხლი გაუხსნეს და თვითმფრინავების მიმართულებით „მიწა-ჰაერის“ ტიპის რაკეტები ისროლეს. ისრაელსა და ღაზას სექტორში მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.