სარაჯიშვილის გამზირზე გზისა და ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
სარაჯიშვილის გამზირზე გზისა და ხიდების რეაბილიტაცია – რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილზე, სადაც გზის კაპიტალური შეკეთება და მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, თბილისის მერი იმყოფებოდა. გზის რეაბილიტაცია ითვალისწინებს დაზიანებული სანიაღვრე ქსელის აღდგენას და ახლის მოწყობას.
რაც შეეხება მდინარე გლდანულაზე ავარიულ ხიდებს, სრული დემონტაჟი ჩაუტარდება და მათ ნაცვლად აშენდება ახალი ხიდები.