ჰიპერმარკეტის ქსელმა “მეტრომარტმა“ ახალი კონცეფციის მაღაზიის გახსნა საქველმოქმედო კამპანიით დაიწყო. ობიექტის გახსნის დღიდან, 6 თვის განმავლობაში, ყოველი გაყიდული პროდუქციის ღირებულების ნაწილს, კომპანია ოთხ ბავშვთა სახლს გადაურიცხავს.
საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში სოციალურად დაუცველი 30 ბავშვისთვის, დღეს სპეციალური გასართობი პროგრამაც მოეწყო.