მარინა ხოხაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნის მე-4 სტადია აქვს და ესაჭიროება ძვირადღირებული პრეპარატები, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ ნაწილობრივ ფინანსდება. გარდა ამისა, პაციენტს ახლახან დაუდგინდა სხვა სიმსივნე, კერძოდ, წვრილუჯრედოვანი ნეირო-ენდოკრინული კარცინომა და საჭიროა სხვა სხივური თერაპია. ოჯახმა ფინანსური სახსრები ამოწურა, ამიტომ საზოგადოებას სთხოვს დახმარებას, იმისთვის რომ შეძლონ მკურნალობის გაგრძელება და წამლის შესაძენი თანხის შეგროვება.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომერზე შეუძლიათ.