საქველმოქმედო განცხადება

საზოგადოების დახმარება 19 წლის მარიამ კალომლეწავს სჭირდება. მას მე-4 სტადიის გლიომა, თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინდა. მარიამს საქართველოში ორი, ხოლო აშშ-ში ცხრა ოპერაცია, ქიმიო და რადიოთერაპია ჩაუტარდა. მას ახლა იმუნო და პროტონთერაპიები ესაჭიროება. პროცედურა 250 000 ამერიკული დოლარი ჯდება. ოჯახს გოგონას სიცოცხლის გადასარჩენად საკმარისი თანხა არ აქვს. მარიამის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეუძლიათ. ასევე მოქმედებს საქველმოქმედო ნომერი 0 901 700 177. ზარის ღირებულება ერთი ლარია.