საზოგადოების დახმარება მარიამ სტურუას სჭირდება.
მარიამს მესამე სტადიის მელანომა აქვს. მკურნალობისთვის საკმაოდ დიდი თანხებია საჭირო. დაავადება პროგრესირებს და თანხის მობილიზება რაც შეიძლება მცირე დროშია აუცილებელი. ოჯახს არ აქვს ძვირადღირებული მკურნალობისთვის აუცილებელი თანხა და დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს.
ყველას, ვისაც სურს მარიამ სტურუას დახმარება, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზეა შესაძლებელი.