საზოგადოების დახმარება პატარა გიორგი ბერიშვილს სჭირდება. მისი მდგომარეობა გართულდა. ამ ეტაპზე, აქვს ჰაერის უკმარისობა და არის ჟანგბადდამოკიდებული, საჭიროებს გამოკვლევებს. ბავშვმა რამდენიმე თვის წინ სიმსივნე დაამარცხა, გადაიტანა კოვიდიც და გამოჯანმრთელდა, თუმცა დაავადებებმა დაუტოვა გართულებები. ოჯახს იმედი აქვს, რომ პატარას სრულ გამოჯანმრთელებამდე საზოგადოება მხარში დაუდგება. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზე შეუძლია.