21 წლის გიორგი ბერიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას მძიმე დიაგნოზი – ავთვისებიანი სიმსივნე დაუდასტურდა. საქართველოში უკვე ჩაუტარდა ორი ოპერაცია და ოთხთვიანი ქიმიოთერაპიის კურსი, თუმცა დაავადება მაინც პროგრესირებს. ახლა 21 წლის გიორგის მკურნალობის გაგრძელება გერმანიაში ესაჭიროება, სადაც ძვლის ტვინის გადანერგვის პროცედურა უნდა ჩაუტარდეს, რაც ძალიან დიდ თანხასთანაა დაკავშირებული. ყველას, ვისაც შეგიძლიათ 21 წლის გიორგის დახმარება, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზეა შესაძლებელი.