საზოგადოების დახმარება გიორგი ბერიშვილს სჭირდება. როგორც პატარა გიორგის ოჯახი აცხადებს, ბავშვმა რამდენიმე თვის წინ სიმსივნე დაამარცხა, გადაიტანა კოვიდიც და გამოჯანმრთელდა, თუმცა დარჩა გართულებები. გიორგი ბერიშვილს ამჟამად აქვს ჰაერის უკმარისობა, არის ჟანგბადდამოკიდებული და სჭირდება გამოკვლევები.
ყველა, ვისაც სურს პატარა გიორგი ბერიშვილის დახმარება, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზეა შესაძლებელი.