საზოგადოების დახმარება ორი წლის ნატალი ქარელიშვილს სჭირდება.
ნატალის დაუდასტურდა ნეირობლასტომა. ამჟამად გოგონა სიმსივნეს თურქეთში მკურნალობს. ოჯახს არ აქვს ქიმიოთერაპიის შემდგომი რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ძვირადღირებული პრეპარატის შეძენის შესაძლებლობა და დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს.
ყველას, ვისაც ნატალის დახმარების სურვილი აქვს, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზე შეუძლია.