საზოგადოების დახმარება რვა წლის გიორგი ბერიშვილს სჭირდება. რამდენიმე თვის წინ პატარა გიორგიმ სიმსივნე დაამარცხა, თუმცა მას აქვს გართულებები. ბავშვს აწუხებს ჰაერის უკმარისობა და არის ჟანგბადზე დამოკიდებული. ოჯახი იმედოვნებს, რომ გიორგის სრულ გამოჯანმრთელებამდე საზოგადოება მხარში დაუდგება. მისი მკურნალობა სოლიდურ თანხას უკავშირდება. ყველას, ვისაც აქვს გიორგი ბერიშვილის დახმარების სურვილი, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზე შეუძლია.