საზოგადოების დახმარება ორი წლის ნატალი ქარელიშვილს სჭირდება. პატარა გოგონას ავთვისებიანი სიმსივნე ნეირობლასტომა აქვს, ასევე ის ებრძვის ენცეფალოპათიას. მკურნალობას აფინანსებს სახელმწიფო, თუმცა ოჯახის ცნობით, მას გადაუდებლად სჭირდება ენცეფალოპათიის ძვირადღირებული გადასხმები, რისთვისაც დამატებითი თანხის მობილიზებაა საჭირო.
ყველას, ვისაც ნატალის დახმარების სურვილი აქვს, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომერზე შეუძლია.