21 წლის ანა ცქიტიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

21 წლის ანა ცქიტიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

გოგონას მუცლის ღრუში მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. გამოკვლევები თურქეთში, ქალაქ სტამბოლის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ჩატარდა, გადაუდებელი ოპერაციის ღირებულება 60 000 დოლარს შეადგენს. ოჯახს, რომელიც ახალგორიდანაა დევნილი, ოპერაციისთვის საჭირო ფინანსები არ აქვს და დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს.

ყველას, ვისაც ანას დახმარების სურვილი აქვს, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეუძლია.