საზოგადოების დახმარება პროდიუსერს და ფილმმეიქერს, დავით ელიზარაშვილს სჭირდება.
ახალგაზრდა კაცს ექიმებმა ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. მან უკვე ჩაიტარა რამდენიმეთვიანი ძვირადღირებული მკურნალობა და რამდენიმე რთული ოპერაცია, მკურნალობას ჰქონდა შედეგი და დავითი გამოვიდა ურთულესი მდგომარეობიდან. მაგრამ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად ისევ ძალიან დამძიმდა. თანხების ამოწურვის გამო, დავითი ვეღარ ახერხებს მკურნალობის გაგრძელებას. მისი სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელია 60 000 ამერიკული დოლარის შეგროვება. დრო ძალიან ცოტაა.
ყველას, ვისაც აქვს დავითის დახმარების შესაძლებლობა, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომერზე შეუძლია.