საზოგადოების დახმარება 52 წლის ნინო ჯაგოდნიშვილს სჭირდება. მას თორაკოგენური სქოლიოზის დიაგნოზი დაუდგინდა.
დაავადება აზიანებს სასიცოცხლო ორგანოებს, მათ შორის გულს და ფილტვებს. პაციენტს აქვს მწვავე სუნთქვის უკმარისობა, უჭირს გადაადგილება. ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად, აუცილებელი გახდა ხერხემლის ოპერაცია თურქეთში, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. 52 წლის ნინო ჯაგოდნიშვილის ოჯახი დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს.
ყველას, ვისაც აქვს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალის დახმარების შესაძლებლობა და სურვილი, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშებზე შეუძლია.