საქსტატის გამოხმაურება

ცენტრალური საარჩევნო კომისია და სტატისტიკის ეროვნული სამსახური განსხვავებულ მეთოდოლოგიას იყენებენ – ამის შესახებ საქსტატის დირექტორმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ეს განსხვავება ამ ორი უწყების მონაცემებს შორის ლოგიკურია და არ არის რაიმე ტიპის ხარვეზი. საქსტატის დირექტორის თქმით, ცესკო-ს მონაცემების მიზანი ქვეყანაში ხმის უფლების მქონე მოსახლეობის რაოდენობის, ხოლო საქსტატის მეთოდოლოგიის მიზანი ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის რიცხოვნობის განსაზღვრაა.