თბილისში საქსტატის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია იმართება.
ღონისძიება, რომელიც საქსტატისა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ტარდება, ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საერთაშორისო კონფერენციაში ევროკავშირის წევრი, ასევე კანდიდატი ქვეყნების, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელი პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. შვიდი თემატური სესიის ფარგლებში განიხილავენ გენდერული მონაცემების მართვას ეფექტური გადაწყვეტილების მისაღებად, დროის გამოყენების გამოკვლევას, გენდერულ სახელფასო სხვაობას, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის გამოკვლევის შედეგებს, გენდერული თანასწორობის ინდექსს, გენდერული მონაცემების სრულყოფასა და სხვა პრიორიტეტულ საკითხებს.