სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკური ზრდა 4.7 პროცენტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.9 პროცენტით განისაზღვრა.
ზრდა შეინიშნება უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისთვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში, ვაჭრობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში.
კლება დაფიქსირდა დამამუშავებელ მრეწველობაში და მშენებლობაში.
სტატისტიკის სამსახურში ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებასაც გამოეხმაურნენ. უწყებაში ამბობენ, რომ სამომავლოდ კურსის გაუფასურება შესაძლოა აისახოს ინფლაციის მაჩვენებელზე.