საქართველოს 20 % ისევ ოკუპირებულია - საერთაშორისო თანამეგობრობის გზავნილები
ომიდან 10 წლის თავზე, საქართველოს 20 % ისევ ოკუპირებულია. რუსეთი არის აგრესორი და აუცილებელია მის წინააღმდეგ გაერთიანება. საერთაშორისო თანამეგობრობის გზავნილები და ოთხი ქვეყნის ერთობლივი კომუნიკე.
სპეციალური დოკუმენტი ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა და უკრაინამ რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან ზუსტად ათი წლისთავზე მიიღეს და უპირობოდ და უცვლელად კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
კრემლიდან მომდინარე საფრთხეები და გამოწვევები დღეს მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.