რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმებზე ისაუბრეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ამერიკის, დიდი ბრიტანეთის და ესტონეთის წარმომადგენლებმა.
ამერკული მედიის ინფორმაციით, დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის დროს საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კიბერთავდასხმის საქმე პირველად განიხილეს.
პარტნიორ სახელმწიფოებს მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლება. განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.