საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობის განცხადება

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების თაობაზე „მოამბე“ „USAID საქართველოს“ წარმომადგენლობას დაუკავშირდა და მათგან წერილობითი პასუხი მიიღო, სადაც ვკითხულობთ: „აშშ-ს მთავრობა, USAID-ის მეშვეობით, ქვეყნის ხელშეწყობის ფარგლებში და საქართველოს საკეთილდღეოდ, მრავალ ორგანიზაციასთან მუშაობს ტოლერანტობის მხარდასაჭერად. ჩვენ მუდმივი, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან იმის თაობაზე, თუ როგორ უჭერს მხარს ჩვენი პროგრამები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,“- აცხადებენ „USAID საქართველოს“ ოფისში.

რაც შეეხება ბექა მინდიაშვილს, „ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა დღეს „მოამბის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, გუშინ კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან ეთიკის უხეში დარღვევაა.

კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ – შალვა პაპუაშვილის განცხადება