საქართველოში შემოსვლის წესები მკაცრდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი.
გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად მიიღეს. პრემიერმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თვითიზოლაციის წესების შესრულების კონტროლი დაავალა და კერძო სტრუქტურებს მისცა რეკომენდაცია, გადავიდნენ დისტანციური შრომის რეჟიმზე.