დღეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდა.
განათლების სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს კიდევ ერთხელ მიმართავს რეკომენდაციით, რომ ვირუსებისგან თავის დასაცავად შენობებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ჰიგიენას და მაქსიმალურად გაითვალისწინონ შესაბამისი რეკომენდაციები.
განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ სასწავლო დაწესებულებაზე დაკვირვება ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება.