საქართველოში ევრაზიის რეგიონში პირველი საგანმანათლებლო აიტი ჰაბი გაიხსნა. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება. შეხვედრას საქართველოს აიტი კომპანიების და აიტი ჰაბის მასწავლებლები ესწრებოდნენ.
„აიტი ჰაბ თბილისის“ მიზანია აღნიშნულ სფეროში მაღალკვალიფიციური კადრების რაოდენობის გაზრდა, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა, დაფინანსების მოზიდვა და აიტი მომსახურების ექსპორტზე გატანა.