საქართველოში მცხოვრებ სომეხ მოქალაქეებს დღესასწაული პოლიტიკოსებმა მიულოცეს
საქართველოში მცხოვრებ სომეხ მოქალაქეებს დღესასწაული მიულოცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარია მისალოც წერილში მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.
განცხადებაში ვკითხულობთ: ჩვენს ხალხებს შორის სიყვარულსა და მეგობრობას საუკუნეები ამყარებს და ჩვენ კვლავაც ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის შენებას. გილოცავთ და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს.
მისალოცი განცხადებები გააკეთეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც.