საქართველოში კლასიკური ავტომობილების პირველი ავტორბოლა გაიმართება.
რბოლა საქართველოში 26 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით ჩატარდება და მისი ორგანიზატორი ცნობილი ავტომრბოლელი ზოე ვითაკერია.
ღონისძიების ფარგლებში, ქვეყანაში სხვადასხვა მედიასაშუალება და ბრიტანელი კოლექციონერები ჩამოვლენ.
ადგილობრივი და საერთაშორისო ჩვენებისთვის იგეგმება მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება.