„ირანს უნდა აეკრძალოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ტერორისტული ოპერაციების გაგრძელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელს და მთელ რეგიონს“, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი სოციალურ ქსელში წერს. მისივე განცხადებით, შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და სხვა მოკავშირეები სიტყვითა და საქმით ისრაელის გვერდით დგანან. „წუხელ ღამით ირანმა, ტერორიზმის დამფინანსებელმა სახელმწიფომ, წამოიწყო სასტიკი და უპრეცედენტო თავდასხმა და ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ჩვენ ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ. ჩვენ გვეცოდინება, როგორ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები. ახლაც კი ყველაფერს ვაკეთებთ „ჰამასის“ ტერორისტული ორგანიზაციის მიერ სასტიკად დატყვევებული 133 მძევლის გასათავისუფლებლად, მაგრამ „ჰამასი“ კვლავ უარზეა და არაგონივრული მოთხოვნების წამოყენებას განაგრძობს. 190 დღეზე მეტი გავიდა. შემოგვიერთდით მათი დაუყოვნებელი გათავისუფლების მოწოდებაში“, – წერს დიპლომატი.