ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმიდან მე-11 დღეს საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა ტერორისტული დაჯგუფების მოქმედების შედეგები შეაჯამა.
ელჩის განცხადებით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად მოკლულია 1400 ისრაელელი, ტყვეებს შორის კი ჯერ კიდევ რჩებიან ბავშვები. ჰადას მეიცადის თქმით, საომარი მოქმედების ფონზე, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მსოფლიო ლიდერების მიერ გამოხატული მხარდაჭერა ისრაელის მიმართ. დიპლომატის განცხადებით, ისრაელის მიმართ საქართველო გამოხატავს ძლიერ მხარდაჭერას.