საქართველოში "ევროპის დღეს" აღნიშნავენ - მრავალფეროვანი ღონისძიებები რიყის პარკში
მაისის დასაწყისში ევროკავშირის წევრი ქვეყნები ტრადიციულად “ევროპის დღეებს” აღნიშნავენ, საქართველო საზეიმო ღონისძიებებს დღეს, რიყის პარკში მოწყობილი “ევროპული სოფლით” შეუერთდა, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები სტუმრებს მასპინძლობდნენ.
“ევროპის დღეების” აღნიშვნა კი ტრადიციად მას შემდეგ იქცა, რაც 1950 წელს, საფრანგეთის პოლიტიკურმა მოღვაწემ, რობერ შუმანმა იმ ორგანიზაციის ჩამოყალიბებას ჩაუყარა საფუძველი, რომელსაც დღეს ევროკავშირის სახელით ვიცნობთ და რომლის წევრობისთვისაც საქართველო წლებია იღწვის. დღეს თბილისიდან კიდევ ერთხელ უსურვეს ევროპას მშვიდობა და გაფართოვება.
უფრო ვრცლად “ევროპის დღის” ისტორიისა და დღევანდელი საზეიმო ღონისძიებების შესახებ, მარიამ მენაბდე მოგიყვებათ.