საქართველოში ევროკავშირის ელჩმა 2018 წელი შეაჯამა

2018 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 110 მილიონი ლარი გადარიცხა, რითაც სხვადასხვა სფეროში მთავრობის მიერ რეფორმების განხორციელებაში წინსვლა დაადასტურა.

მედიასთან გასული წელი საქართველოში ევროკავშირის ელჩმა შეაჯამა. საუბარია 2017 და 2018 წლებში სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების, მართლმსაჯულების, საჯარო სამსახურის რეფორმის, საკანონმდებლო ჰარმონიზების და ბიზნესის მხარდაჭერის, განათლებისა და შრომის ბაზრის სფეროებში განხორციელებულ რეფორმებზე.

ევროკავშირის გადარიცხვები არის გრანტები და მთავრობის მიერ არ უნდა ანაზღაურდეს.

ევროპელმა დიპლომატმა ბრიუსელში სალომე ზურაბიშვილის დაგეგმილ პირველ ვიზიტზეც ისაუბრა.