საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადება

სწრაფად მივდივართ გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების ეტაპისკენ, ეს მოითხოვს სერიოზულ რეფორმებს, ვიმედოვნებ, საარჩევნო კამპანიის მიუხედავად, მუშაობა რეკომენდაციებზე გაგრძელდება – ეს განცხადება დღეს მედიასთან საქართველოში ევროკავშირის ელჩმა გააკეთა.

პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ წინა საარჩევნო კამპანიის გააქტიურება არ შეაფერხებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების და შესაბამისი რეფორმების გატარების პროცესს. დიპლომატმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ გზაზე უმნიშვნელოვანესი როლი აქვს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ხარისხს. ამ კუთხით ევროკავშირის ელჩმა ვენეციის კომისიაზეც და ევროპელი ექსპერტების დასკვნებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საარჩევნო კოდექსს ეხება. დიპლომატი იმედოვნებს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნები სრულყოფილად იქნება შესრულებული.