ევროკავშირის ელჩი ნიკა მელიას საქმეს ეხმაურება. კარლ ჰარცელი უფრო მეტი განხეთქილების რისკზე საუბრობს. ის შიშობს, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საერთო ენის გამონახვა, მელიას დაკავების შემთხვევაში, კიდევ უფრო გართულდება. ელჩი მოუწოდებს მხარეებს, რომ გადადგან ნაბიჯები ვითარების განსამუხტად.