საქართველოში დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი იმყოფება
საქართველოში დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი ნამ ჩო იმყოფება. დღეს პროფესორი საქართველოს დიაბეტიან ბავშვთა ცენტრში იმყოფებოდა, მან ცენტრის ლაბორატორია დაათვალიერა და გაეცნო იმ პრაქტიკას, რომლითაც ცენტრი ხელმძღვანელობს.
ეპიდემიოლოგმა ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და აღნიშნა, რომ მათი მიზანია მსოფლიოს დიაბეტიანი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
დიაბეტიან ბავშვთა ასოციაციის ინფორმაციით, აღრიცხვაზე ახლა 950 ბავშვი იმყოფება, თუმცა მათი რიცხი ყოველდღიურად იზრდება.