ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი დეზინფორმაცია იყო, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის შესახებ. ჩვენი დახმარება რასაც აკეთებს, ეს ნამდვილად დადებითია და არა – უარყოფითი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა. ელჩის თქმით, აშშ საქართველოს მოქალაქეებს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება.