საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა ფუნდამენტური საკითხია და ამაში ამერიკა საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. კელი დეგნანის თქმით, რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა შეასრულოს. ელჩის თქმით, აუცილებელია ჟენევის და ერგნეთის შეხვედრების აღდგენა, რათა საქართველოს მოქალაქეების გატაცების საკითხები ამ შეხვედრებზე გადაწყდეს.