საქართველოში აკრედიტებული ელჩების განცხადება

დამკვირვებლის სტატუსით საარჩევნო პროცესს შიდა ქართლში დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, ჰოლანდიისა და ავსტრალიის ელჩები აკვირდებიან.

საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა დილიდან მოინახულეს რამდენიმე საარჩევნო უბანი, ადგილზე მიიღეს ინფორმაცია, როგორც საარჩევნო უბნის თავმჯდომარის, ისე დამკვირვებლებისგან.

ელჩებს კონკრეტულ დარღვევებზე არ უსაუბრიათ. მათ იმედი გამოთქვეს, რომ არჩევნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა იქნება.