ქვეყანაში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს გამოუვლინდა, რომელიც ირანში იმყოფებოდა, სადაც „კოვიდ 19“-ის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
ვირუსით ინფიცირებული სამივე პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მაკა არჩევნიშვილი მუშაობს თემაზე და დეტალებზე ახლა სწორედ ის ისაუბრებს.