საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

15:02, 29.02.2020

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს გამოუვლინდა, რომელიც ირანში იმყოფებოდა, სადაც „კოვიდ 19“-ის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

ვირუსით ინფიცირებული სამივე პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მაკა არჩევნიშვილი მუშაობს თემაზე და დეტალებზე ახლა სწორედ ის ისაუბრებს.

მსგავსი