საქართველოსა და სერბეთის პარლამენტებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოსა და სერბეთის პარლამენტებს შორის პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა.

დოკუმენტს ბელგრადში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, მაია გოიკოვიჩმა მოაწერეს ხელი.

შედგა ორმხრივი შეხვედრაც, სადაც საუბარი საქართველო-სერბეთის ურთიერთობებს, ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოებას და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას შეეხო.

ამ წუთებში კობახიძე სერბეთის პარლამენტის წევრებს სიტყვით მიმართავს.

დღეს ბელგრადში საქართველოს საპატიო საკონსულოც გაიხსნება.