საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალური შეხვედრისთვის საგურამოში ემზადება.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლის მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, ხოლო „ჯვაროსნებმა“ „ლოკომოტივის“ ბაზაზე ივარჯიშეს. თბილისშია ჩვენი მეტოქე საბერძნეთის ნაკრებიც, რომელიც დღეს საღამოს „დინამო არენაზე“ ივარჯიშებს, ხოლო გუნდის მთავარი მწვრთნელი გუსტავო პოიეტი პრესკონფერენციას გამართავს.
საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩი 26 მარტს „დინამო არენაზე“ გაიმართება. ფინალური დაპირისპირების ტელერეპორტაჟს 21:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.