საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩი პირველ არხზე

საქართველოს ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩს ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ „დინამო არენაზე“ გამართავს. ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი 26 მარტს ევრო 2024-ის საგზურისთვის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილის გამარჯვებულს კვლავ თბილისში დაუპირისპირდება. დღევანდელი მატჩისთვის გულშემატკივარი განსაკუთრებულად მოემზადა.