საქართველოს ნაკრებმა საგურამოში ლუქსემბურგთან ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩამდე ვარჯიში გამართა.
მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის გუნდის მზადყოფნაზე ისაუბრა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს ჩვენი გუნდი 21 მარტს, თბილისში, ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები 26 მარტს ევრო2024-ის საგზურისთვის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთისა და ყაზახეთის წყვილის გამარჯვებულს კვლავ თბილისში დაუპირისპირდება.
შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.