საქართველოსა და აზერბაიჯანის საზოგადოებრივი მაუწყებლების თანამშრომლობა
საქართველოს პირველ არხსა და აზერბაიჯანის საზოგადოებრივი მაუწყებლის დელეგაციას შორის სამუშაო ვიზიტი მეორე დღეა გრძელდება. დელეგაციასთან შეხვედრა გამართა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა. სტუმრებმა დაათვალიერეს მაუწყებლის სტუდიები, ახალი ცენტრალური საეთერო, ინტეგრირებული ნიუსრუმი და გაეცნენ ახალი შენობის მშენებლობის პროცესს. ასევე გაიმართა სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა დეპარტამენტთან, მათ შორის, ჯგუფთან – „მრავალფეროვანი საქართველო“, რომლის ამოცანაა საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების ინფორმირება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველდღიურ საქმიანობაში მათი ჩართულობა და მაუწყებლის წარმოებულ მედიაპროდუქტებში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრირების უზრუნველყოფა.