საქართველოსა და აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ იმსჯელეს

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ იმსჯელეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრებმა. ბაქოში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე უწყებებს შორის თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. განიხილეს დაგეგმილი რეფორმებიც.

განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ცვლილებებმა მოგების გადასახადის, ასევე საბაჟო სერვისების გამარტივების შესახებ. შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურების საკითხებზე შეთანხმდნენ.