საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინიდან გაძევებას აფასებს ქართული პოლიტიკური სპექტრი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინიდან გაძევებას შეფასებები მოჰყვა თბილისში. უმრავლესობაში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ ბოლო მოვლენებს სამარცხვინოდ მიიჩნევენ. ოპოზიციის ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება მხოლოდ დროის საკითხია, ისევე როგორც პრეზიდენტი პოროშენკოს ხელისუფლებიდან წასვლა.
დღეს მოვლენებს გამოეხმაურა\ აშშ-ს ელჩიც საქართველოში, იან კელიმ აღნიშნა, რომ სამართლიანობის პროცესი უნდა იყოს დაცული, როგორც რიგითი მოქალაქეების, ასევე ყოფილი პრეზიდენტის შემთხვევაშიც.