ზუსტად ერთი წლის წინ საქართველოს მოქალაქეებმა ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა დაიწყეს. ამ პერიოდის მანძილზე 250 000 მოქალაქემ უვიზოდ გადაკვეთა შენგენის ზონა.
საგარეო უწყებაში იმ მნიშვნელოვან შედეგებზე მიუთითებენ, რაც ტურიზმის, ბიზნესკონტაქტებისა და ხალხთა შორის ურთიერთობის ზრდაში გამოიხატა.
ევროკავშირის მხრიდან პრაქტიკულთან ერთად პოლიტიკური გადაწყვეტილების მნიშვნელობაზეც მიუთითეს და თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, უვიზო რეჟიმით გათვალისწინებულ ნორმებს პატივი სცენ, რათა სამომავლოდ საქართველოს მხრიდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდამ ქვეყანას პრობლემები არ შეუქმნას.