საქართველოს პირველი არხის ეთერში, მუსიკალური მეგაპროექტის, „საქართველოს ვარსკვლავის“ მეხუთე ლაივშოუ გაიმართა.
მეხუთე ტურში პროექტს კიდევ ერთი კონკურსანტი გამოეთიშა. აუთსაიდერებს შორის მარიამ შენგელია და დავით რუსაძე მოხვდნენ. აქედან ხმების ყველაზე ნაკლები რაოდენობა მარიამ შენგელიამ მიიღო და პროექტი დატოვა.
დღევანდელი ლიდერი ხმების რაოდენობის მიხედვით კი თორნიკე ყიფიანი გახდა.
ნახევარფინალში გადავიდნენ და კონკურსის მთავარი პრიზისთვის – ევროვიზიის საგზურისთვის დღეიდან შემდეგი კონკურსანტები იბრძოლებენ: მარიამ გოგიბერიძე, თამარ კაკალაშვილი, დავით რუსაძე, ბარბარა სამხარაძე და თორნიკე ყიფიანი.
„საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული, ქვეყანას 2020 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს.
საქართველოს ვარსკვლავი