პირველი არხის პოპულარული მუსიკალური შოუ ფინალურ ეტაპს უახლოვდება.
„საქართველოს ვარსკვლავში“ ხვალ ნახევარ-ფინალური ტურია. კონკურსანტები ორ-ორ სიმღერას, – ქართულს და უცხოურს, – შეასრულებენ. თითოეულ მათგანს ხვალ განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება, რადგან ხვალინდელი შოუს დასრულების შემდეგ ოთხი ფინალისტი უნდა გამოვლინდეს.
ავტორები: მარიკა შალიკაშვილი, ოთარ ჯორჯიაშვილი, პაატა ჯორჯიაშვილი.